შემოსავლების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

შემოსავლების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

შემოსავლების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაბა ებანოიძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით საყვარელიძის შეფასებით,  პროკურატურის გადაწყვეტილება ებანოიძის დაკითხვასთან დაკავშირებით პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა.

სწორედ ამის შესახებ,  დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება.

ჯერ-ჯერობით უცნობია ებანოიძის პროკურატურაში დაბარების მოტივი.