ტეილორ სვიფტის ინტერვიუ და ფოტოსესია კანადური Elle-ს დეკემბრის ნომერში(VIDEO)

ტეილორ სვიფტის ინტერვიუ და ფოტოსესია კანადური Elle-ს დეკემბრის ნომერში(VIDEO)

კანადური „Elle”-ს დეკემბრის ნომრისთვიც 22 წლის ცნობილი მომღერალი ტეილორ სვიფტი პოზირებს, რომელიც ხელიდან შანსს არ უშვებს ჟურნალისტებთან თავისი ახალ ალბომი „Red”ახსენოს.  გოგონამ ინტერვიუში „Red”-სა და სიყვარულზე ერთად ისაუბრა.

„ამ ალბომში შესული სიმღერების უმეტესობა იმ ურთიერთობებზეა, რომლებიც თავად გადამხდა, ადრეულ ასაკში ეს ურთიერთობები უწესტიგო და არანორმალური იყო, დამაბნეველი და ამაღელვებელი, საზარელი ან მაგიური, თუმცა ყოველთვის ბრწყინვალე და მშვენიერი. აი სწორედ ასეთი იქნება ჩემი ახალ ალბომი „Red”-ამბობს ტეილორი.

რაც შეეხება სიყვარულს გოგონა აღნიშნავს, რომ ყოველთვის კარგად აანალიზებს ყველაფერს. „გრძნობების მართვა შემიძლია, ვფიქრობ რას დაემსგავსება ჩემი ცხოვრება, თუ ეს რეალურად მოხდება. ცხოვრება ჰოლივუდი არ არის, ძალაინ ბევრი ადამიანი ვერ ცხოვრობს ისე, როგორც მას ოდესღაც სურდა.

ნებისმიერი სასიყვარულო ურთიერთობების გაწყვეტას წინ უძღვის კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს ვუსვამ „გინდა მეტი თუ არა?“ აუცილებელია, რაღაცის გამო რაღაც დასთმო, ცხოვრება ასეა მოეწყობილი.“- ამბობს მომღერალი.