თურქეთი ვერ ხვდება, რუსეთი რატომ ნერვიულობს

თურქეთი ვერ ხვდება, რუსეთი რატომ ნერვიულობს

ოფიციალური ანკარის განცხადებით, გაუგებარია, რატომ ღელავს და ნერვიულობს რუსეთი მის საზღვართან  Patriot-ის რაკეტების განლაგების გამო.

ეს განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ სირიის ოპოზიცური კოალიცის  ლიდერთან მოაზომ ალ-ხათიბთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„არცერთ მხარეს, მითუმეტეს რუსეთს არ აქვს მღელვარების საფუძველი“,-აცხადებს დავუთოღლუ.

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განცხადება გააკეთა, რომ რუსეთი შეშფოთებულია სირია-თურქეთის საზღვართან ნატოს რაკეტების განლაგებით.