ვალერი გელაშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აპირებს

ვალერი გელაშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აპირებს

ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აპირებს. მან პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა.

გელაშვილის განცხადებით, საქმე ეხება მისი ცემის ფაქტს, რომელსაც გელაშვილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობასთან დაკავშირებულ დავას უკავშირებს.

გელაშვილის  განმარტებით, ის აპირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, რადგან მისი მტკიცებით,  ცემის ფაქტი უშუალოდ პრეზიდენტის დავალებით მოხდა.

ვალერი გელაშვილი არ გამორიცხავს,  რომ მოწმის სტატუსით დაიკითხონ საქართველოს პრეზიდენტი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

 ცნობისთის, 2005 წლის 14 ივლისს გელაშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. იმ დროს გელაშვილმა ეს თავდასხმა, მის კომპანია „ევრას“ და ხელისუფლებას შორის პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობასთან დაკავშირებულ ფინანსურ დაპირისპირებას დაუკავშირა.