არჩილ კბილაშვილი: აუდიომასალების ავთენტურობას ექსპერტიზით დავადგენთ

არჩილ კბილაშვილი: აუდიომასალების ავთენტურობას ექსპერტიზით დავადგენთ

საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ექსპერტიზა დაადგენს იმ აუდიომასალების ავთენტურობას, რომლის გამოქვეყნების გამოც დაკავებულნი არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები.

როგორც კბილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერტიზა უახლოეს დროში ჩატარდება.

„ახლა მიმდინარეობდა დაკითხვის პროცესი, დაკითხვის შემდეგ უკვე ექსპერტიზა ჩატარდება. ასეთ საგამოძიებო მოქმედებას უახლოეს დროში ჩავატარებთ და დადგინდება ამ აუდიომასალების ავთენტურობა" - განაცხადა კბილაშვილმა.

როგორც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესარიონ სურმავას სახელით Youtube-ზე ატვირთული აუდიოჩანაწერები სინამდვილეში კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მიერ ფარულად და არასანქცირებულად მოპოვებული მასალები იყო.