საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, კახა კალაძე დღეს, სტამბულში რუსული კომპანია „Интер РАО ЕС“-ის წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრის ფარგლებში მხარეები ენერგეტიკის სფეროში რუსულ-ქართული ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ.
ქართული და რუსული მხარეები ელექტროენერგიის გაცვლის საკითხებს განიხილავენ. საქართველო რუსეთის სამხრეთ რეგიონებს ელექტროენერგიას აწვდის.
ამას გარდა, მხარეები შეეხებიან თბილისის ენერგოსადრისტიბუციო კომპანია „თელასის“ საკითხსაც, რომელის 75% РАО ЕС-ს ეკუთვნის.