„The Beatles Live!“ -ახალი ფილმი ლეგენდარულ ჯგუფზე, რომლის შექმნაში მისი თაყვანისმცემლები მონაწილეობენ(VIDEO)

„The Beatles Live!“ -ახალი ფილმი ლეგენდარულ ჯგუფზე, რომლის შექმნაში მისი თაყვანისმცემლები მონაწილეობენ(VIDEO)

კომპანია Apple Corps დოკუმენტური ფილმის „"The Beatles Live!"- გადაღებას ოფიციალურად დასთანხმდა. ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს იდეას, რომლის მიხედვითაც ჯგუფის „The Beatles ყველა იშვიათი საკონცერტო ჩანაწერი, აქამდე უცნობი ინტერვიუების ფრაგმენტები და სხვა მასალები ერთ ფილმად გაერთიანდება. ფილმის შემოქმედებითი ჯგუდი მასზე  არქივში მოძიებულ იშვიათ მასალებზე დაყრდნობით იმუშავებს. მათთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან  „The Beatles თაყვანისმცემლები, რომელთა კოლექციებში შესაძლოა  კოლექტივის კონცერტებზე გადაღებული სამოყვარულო ჩანაწერები აღმოჩნდეს. დაინტერესება ძირითადად 1963 წლის ოქტომბრიდან 1966 წლის აგვისტომდე პერიოდის ჩანაწერებზეა. 1966 წლის 28 აგვისტოს ჯგუფმა გამართა უკანასკნელი კონცერტი, რომელიც სან-ფრანცისკოში, Candlestick Park-ის სტადიონზე შედგა.

მასალების შეგროვება  უკვე დაიწყო და წლის ბოლომდე გასტანს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, პროექტის საიტზე  ჯგუფის კონცერტზე გადაღებული ფოტოები და ვიდეოები ატვირთოს.