ევროკომისიისა და ევროსაბჭოს თანამშრომლები გაიფიცნენ

ევროკომისიისა და ევროსაბჭოს თანამშრომლები გაიფიცნენ

ევროპის შუაგულში ევროკომისიისა და ევროსაბჭოს თანამშრომლების 90%-ი გაიფიცა. ისინი ხელფასების შემცირებას წინასწარ აპროტესტებენ.

„ჩვენ არ ვითხოვთ ხელფასების მომატებას, არც დიდ ხელფასებს, გვესმის, რომ ამ რთულ პერიოდში ეკონომიის გატარება აუცილებელია. ჩვენ 2004 წელს ერთხელ უკვე მოგვაჭრეს ხელფასების 30%-ი. ევროკომისიისთვის სულ უფრო რთული ხდება კვალიფიციური კადრების მოზიდვა და შენარჩუნება“,-განაცხადა კრისტიან კურერმა.

ათასკაციანი აქციის ერთ-ერთი მონაწილის ნატალია რიჩარდსონ-ვიკულინას განცხადებით, კი თანამშრომლები 16 ნოემბერს კიდევ ერთი აქციის ჩატარებას გეგმავენ.

ევროკავშირის სამიტის შეკრება 22-23 ნოემბერსაა დაგეგმილი. სწორედ ამ დროს ელოდებიან ევროკომისიის თანამშრომლები ხელფასების შემცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.