კოკა ყანდიაშვილი:   მთელი ეს ნაცმოს

კოკა ყანდიაშვილი: მთელი ეს ნაცმოს "შაიკა" უნდა გასამართლდეს

"არ ვარ შემჩნეული რადიკალიზმში - მაგრამ ნაციონალების ყველა დეპუტატი გასასამართლებელი რომ არის - ამაში დარწმუნებული ვარ. ასევე უკანონო ბრძანებების შემსრულებლები და რიგი თანამდებობის პირები (ყოფილი და ამჟამინდელი) - მთელი ეს ნაცმოს "შაიკა" უნდა გასამართლდეს - და სასამართლომ დაადგინოს - ტყუან-მართალი.

ზოგადად მიმაჩნია რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა აიკრძალოს საქართველოში. ასევე უპრიანი იქნება - რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ხელშეუხებლობის გარანტია კი არ მისცეს მთავრობამ - არამედ ერთი პრეცენდენტი მაინც დაიშვას - რომ ქვეყნის პირველი პირი გასამართლდა და ჩაჯდა ციხეში - დანაშაულის გამო რომელსაც ჩადიოდა წლების მანძილზე. მხოლოდ 2007 წლის ვითომ გადადგომა და მერე, კვლავ ვითომ გამარჯვება იქნება ამისათვის საკმარისი, რომ არაფერი ვთქვათ ჟვანიას ამბავზე, ან აგვისტოს ომზე. თუ ეს არ მოხდება - მაშინ რას ესლით იმ ხალხისაგან - ვინც 9 წელი დაუსჯელად ბოროტმოქმედებდა ერისა და სამშობლოს წინაშე - აი რას ელით ეს მაინც აგვიხსენით!

ჟურნალისტები, ზოგადად მედია - სრული სერიოზულობით ცდილობს მოარგოს ოპოზიციის მანტია - ამ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც ძლივს, - სისხლის, წამების და გაუსაძლისი ბრძოლის შედეგად ავადღლიზეთ ხელისუფლებას.

ეს შეცდომაა!!!

ნაცმო - არის კრიმინალური კლანი - რომელიც ძლიერია ფინანსურად, აქვს კავშირები საზღვარგარეთ და ცდილობს შეინარჩუნოს საქართველოში არსებული შემოსავლების წყარო. მათ შორის აქვს გავლენა - არმიაზე, პოლიციაზე და სპეც. სამსახურებზე - ასევე გაურკვეველი ურთიერთობები სხვა ქვეყნების (რუსეთი, ბელორუსი, თურქეთი, ისრაელი) ჯაშუშურ ორგანიზაციებთან.

მეგობრებო - ეს სისხლიანი რვაფეხა - ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ კვლავ ჩაიგდოს ძალაუფლება ხელში.

მოვითხოვ ახალ ხელისუფლებისაგან - მოაშორეთ საქართველოს ეს საშინელება - რაც შეიძლება მალე!!! “,-წერს კოკა ყანდიაშვილი.