ლანა დელ რეის მაგიური ვიდეოკლიპი(VIDEO)

ლანა დელ რეის მაგიური ვიდეოკლიპი(VIDEO)

წარმატებული ახალგაზრდა მომღერალი ლანა დელ რეი, მოდის ინდუსტრიაში აქტიურად ჩართვის მიუხედავად მუსიკალურ კარიერასაც აქტურად განაგრძნობს. გოგონა  ახალი ალბომის - „Born To Die” გამოსვლამდე, რამდენიმე დღით ადრე, ავრცელებს ახალი მაგიური სტილის ვიდეოკლიპს, რომელიც გადაღებულია  სიმღერაზე Bel Air.

ლანა დელ რეი ახალ მინიმალისტურ ვიდეოკლიპში წარმოადგენს ლამაზ, იდუმალებით მოცულ გოგონას, რომელიც მთელი ვიდეოკლიპის განმავლობაში ფერადი კვამლის ქვეშ გაშლილი თმებითა და თეთრი სადა სამოსით მოძრაობს.

შეგახსენებთ, „H&M“-ისა და „Jaguar“-ის შემდეგ ლანა ოფიციალურად გახდა, მსოფლიოში ცნობილი, კიდევ ერთი მოდური ბრენდის „Versace“ - ს სარეკლამო სახე. ამის შესახებ ინფორმაციას, მომღერალი თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს. სარეკლამო ფოტოები უკვე გადაღებულია და საზოგადოება სრულად, მას მალე იხილავს.