საზოგადოებრივ მაუწყებელს დაფინანსება უმცირდება

საზოგადოებრივ მაუწყებელს დაფინანსება უმცირდება

საზოგადოებრივ მაუწყებელს დაფინანსება 17 მლნ 800 ათასი ლარით უმცირდება.

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას , ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წელს ტელევიზიის დაფინანსება 49 მლნ 600 ათასი ლარი იყო და შემცირების შედეგად, ის 31 მლნ 800 ათასი ლარი გახდება.

"საზოგადობრივი მაუწყებლის დაფინანსების შემცირება, ტელევიზიის ფორმულას უკავშირდება . კერძოდ, მისი დაფინანსება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზეა მიბმული", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება სახელმწიფოს გასული წლის მთლიანი  შიგა  პროდუქტის არანაკლებ 0,12 პროცენტი უნდა იყოს.