სირიიდან თურქეთში კიდევ 8000 ადამიანი გადავიდა

სირიიდან თურქეთში კიდევ 8000 ადამიანი გადავიდა

Agence France-Presse-ის ინფორმაციით, სირიიდან თურქეთში გადასულ დევნილთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.  წუხელ ღამე  8 000 ადამიანმა გადალახა სირია-თურქეთის საზღვრი და თავი თურქეთს შეაფარა. დევნილების განცხადებით, სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა და ძალადობამ იმატა მას შემდეგ, რაც სირიელი აჯანყებულები დამოუკიდებელი ზონების შექმნას ცდილობენ ბაშარ ასადის ჯარის განდევნის შედეგად გათავისუფლებულ რაიონებში.

სირიაში მთელი სამოქალაქო ომის განმავლობაში, თურქეთში 120 000 სირიელი დევნილი გადავიდა, მათ შორის არა მარტო მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ ასადის სამხედრო  არმიის ჯარისკაცები და გენერლებიც არიან.  

Agence France-Presse-ის ინფორმაციით, დღეს გაერომ კიდევ ერთელ განაცხადა სირიის ჰუმანიტარული უბედურების ზონად გამოცხადების შესახებ. გაერთიანებული ერების განცხადებით, დღეისთვის სირიაში 4 მილიონზე მეტი ადამიანი საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას.