რაიან რეინოლდსი Hugo Boss-ის  ახალ არომატს წარმოადგენს (VIDEO)

რაიან რეინოლდსი Hugo Boss-ის ახალ არომატს წარმოადგენს (VIDEO)

ჰოლივუდის ვარსკვლავი რაიან რეინოლდსი უკვე მეორე სეზონია ცნობილი გერმანელი ბრენდის Hugo Boss-ის სარეკლამო კამპანიაშია ჩართული. მან მარტივად მოახერხა ქალბატონების გულის მოგება, რაც Hugo Boss-ის მომხმარებელთა ზრდაზე მალევე აისახა.

რაიან რეინოლდსმა Hugo Boss-ის რეკლამაში მონაწილეობა 2011წელს მიიღო. მაშინ, მსახიობმა ორი ახალი ხაზი: Boss Bottled და Boss Bottled Night წარმოადგინა. ამჯერად ის ბრენდის ახალ არომატს Boss Bottled Sport წარმოადგენს. ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ რაიანი ამ ახალ არომატის სარეკლამო სახე იქნებოდა ცნობილი რამდენიმე თვის წინ გახდა.

ცოტა ხნის წინ, კი მომხმარებელს სარეკლამო ფოტოების დათვალიერების საშუალებაც მიეცა. რაიანი ახალ ფოტოსესიაში დახვეწილი მამაკაცის, ახალი იმიჯით წარსდგა.