ტიბეტური წარმოშობის წითელი მასტიფის ლეკვი ერთ მილიონად გაიყიდა

ტიბეტური წარმოშობის წითელი მასტიფის ლეკვი ერთ მილიონად გაიყიდა

 ტიბეტური წარმოშობის წითელი მასტიფის ლეკვი, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ძაღლია. 11 თვის ლეკვი, მეტსახელად „ხონდონგი“, რაც ჩინურად „დიდ ტალღას“ ნიშნავს ჩინელმა მილიარდერმა ერთ მილიონ ფუნტ სტერლინგად იყიდა.

ხონდონგს ღია წითური ფერის ბეწვი აქვს და უკვე 81 კილოგრამს იწონის. ძაღლი განსაკუთრებული დიეტით გაზარდეს. მის მენიუში შედიოდა: ქათმისა და საქონლის ხორცი, ეგზოტიკური ჩინური დელიკატესები, მათ შორის – ზღვის კიტრი.

როგორც ლეკვის ახალი მფლობელი ამბობს, „ის იდეალურია და მალე მისი საყვარელი მეგობარიც გახდება. ხონდოგს შესანიშნავი გენები აქვს და ვფიქრობ, დიდ წვლილს შეიტანს ძაღლების ამ ჯიშის განვითარებაში“-ამბობს მილიარდელი.

ხონდონგის გამზრდელი კი, დარწმუნებულია რომ, ხონდონგი თავისი პატრონისთვის, არა მარტო საყვარელი მეგობარი იქნება, არამედ ბიზნესის შესანიშნავი წყაროც. „შეუძლია ძაღლი გასამრავლებლად სხვებს ათხოვოს – ძაღლების მოყვარულები ყოველ შეწყვილებაში 15 ათას დოლარს იხდიან. ასე რომ, ლეკვში გადახდილი თანხა რამდენიმე წელიწადში პატრონს უკან დაუბრუნდება“-დასძენს ლეკვის გამზრდელი.

ცნობისთვის: ტიბეტური მასტიფები განიხილებიან, მსოფლიოში, ერთ-ერთი უძველესი ჯიშის ძაღლებად, ლეგენდების მიხდვით, ამ ჯიშის ძაღლები ჰყავდათ ჩინგიზ-ხანს და ბუდას. მათ ძალზე იშვიათად შეხვდებით ტიბეტის გარეთ, ის წმინდა სისხლის ჩინური ჯიშია და სწორედ ეს აძლევს მას ექსკლუზიური ძაღლის სტატუსს. მანამდე (2009 წელს) ტიბეტური მასტიფის ყველაზე მაღალი ფასი 6 000 დოლარი იყო.ბოლო წლებში ასეთი ძაღლები სიმბოლურად მათი მფლობელების მაღალ სტატუსზე მიუთითებს.