ფსიქოპათის ფსიქოლოგია: პროფესიები, რომლებშიც ფსიქოპათები თავს კომფორტულად გრძნობენ

ფსიქოპათის ფსიქოლოგია: პროფესიები, რომლებშიც ფსიქოპათები თავს კომფორტულად გრძნობენ

ბრიტანელმა ფსიქოლოგმა კევინ დატონმა შეადგინა პროფესიების სია, რომლებზეც ფსიქოპათები ყველაზე ხშირად ნადირობენ.

ავტორი წიგნისა „ფსიქოპატების ფსიქოლოგია“ ფიქრობს, რომ როგორც  „წმინდანებს“, ასევე ჯაშუშებსა  და სერიულ მკვლელებსაც შუძლიათ წარმატების  მიღწევა.   წიგნის ავტორი  აღნიშნავს, რომ ფსიქოპატების ძირითადი თვისებები  ცივსისხლიანობა, სისასტიკე,  გრძნობებისა და ემოციების ნაკლებობა და ეგოიზმია.  „თუ, ამ თვისებებს  სწორ მიმართულებას მისცემ,  შესაძლოა,  გარკვეულ პროფესიებში  დიდ წარმატებასაც მაღწიო“-ამბობს ფსიქოლოგი.                                                                                                                                                                                                                                                                                                                            

კევინ დატონი  იმ სპეციალობებისა და სამუშაო ადგილების სიასაც აქვეყნებს, რომელსაც ბოლო დროს, ფსიქოპატები ყველაზე ხშირად ირჩევენ. ესენია: სამხედრო საქმე, პოლიციელი, ქირურგი, ტელე ან რადიო ჟურნალისტი, კომპანიის პრეზიდენტი და მზარეული.

ხოლო, რაც შეეხება ფსიქოპატებისთვის არასასურველ პროფესიებს ესენია მედდა, მასწავლებელი, საქველმოქმედო ფონდის თანამშრომელი და ა.შ. „ყველა ეს პროფესა სხვა ადამიანების მიმართ თანაგრძნობას, ზრუნვასა  და ყურადღებას მოითხოვს, რაც ფსიქოპატებს არ შეუძლიათ“-ამბობს ფსიქოლოგი.