მოსკოვი ვერ ხედავს ვერანაირ წინააღმდეგობას იმაში, რომ საქართველო დსთ-ში დაბრუნდეს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ ევდოკიმოვმა გააკეთა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თბილისის განცხადებებს. დსთ-დან გასვლის ინიციატივა თავად საქართველოს ეკუთვნოდა. მათ დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გააკეთონ ორგანიზაციაში შემოსვლამდე. თუმცა, მე ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ იმაში, რათა დადებითად მოხდეს საქართველოს დაბრუნება დსთ-ს ორგანიზაციაში“,-აღნიშნა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.