მამუკა ღლონტი: სანამ მარეგულირებელი კომისია ამ შემდეგენლობითაა, წარმოუდგენელია, რომ სართო სიხშირეზე ლიცენზია მოგვცეს

მამუკა ღლონტი: სანამ მარეგულირებელი კომისია ამ შემდეგენლობითაა, წარმოუდგენელია, რომ სართო სიხშირეზე ლიცენზია მოგვცეს

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორის მამუკა ღლონტის განცხადებით, „მაესტრო“ ფლობს ლიცენზიას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, ეთერში მსგავსი ტიპის კიდევ  5 ტელევიზია გაუშვას.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ტელევიზია, რომელიც ჰოლდინგისთვის შეიქმნება და ეთერში თებერვლიდან გავა, იქნება საკაბელო ტიპის და სატელიტით გავრცელდება.

„რაც შეეხება რადიოს, საუბარია, უკვე არსებულ გასართობ რადიოზე, რომელსაც ჯერჯერობით არ დავასახელებ. ის უკვე სრულფასოვნად მაუწყებლობს ეთერში და „ვინილის რადიო“ იმ რადიოსიხშირეზე გავრცელდება. მასთან ხელშეკრულება ძალიან მალე გაფორმდება“ – განაცხადა მამუკა ღლონტმა და დასძინა, რომ „ვინილის რადიო“ მაუწყებლობას იანვრიდან დაიწყებს.

ამასთან, „მაესტროს“ გენერალური დირექტორის პრეტენზიას გამოთქვამს კომუნიკაციების მარეგულიერებლი ეროვნული კომისიის მიმართ.

მისი თქმით, „მაესტრო“ ეცდება საერთო სიხშირეზე ლიცენზია მოიპოვოს, თუმცა კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელობა მას ამის საშუალებას არ მისცემს.

„სანამ მარეგულირებელი კომისია არის ამ შემდეგენლობით, წარმოუდგენელია, რომ მან სართო სიხშირეზე ლიცენზია მოგვცეს“ - განაცხადა ღლონტმა.