ირაკლი ალასანიასა და ჯეიმს აპატურაის შორის, სატელეფონო საუბარი შედგა

ირაკლი ალასანიასა და ჯეიმს აპატურაის შორის, სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შორის  დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.

აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ნატო-ს წარმომადგენელთან საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილა. საუბარი ასევე, შეეხო ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში დაგეგმილ ვიზიტს.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 12-14 ნოემბერს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრებიან.

ვიზიტის ფარგლებში ნატოს შტაბ-ბინაში დაგეგმილია შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან და მის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან.