ამერიკა ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

ამერიკა ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

ვაშინგტონმა სანქციების სია ირანის ახალი ფიზიკური და იურიდიული პირებით შეავსო, მათ ერთმხრივი ამერიკული სანქციები შეეხებათ. ამ სიაში კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების და კულტურის მინისტრებიც მოხვდნენ.

თეთრი სახლის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესი ჩააყენა საქმის კურსში, რომ ამ სიაში კიდევ ოთხი ირანელი ჩინოვნიკი და ხუთი ირანული კომპანია მოხვდა. მათ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და  აკრძალვა, აგრეთვე მედიისთვის უფლებების შეზღუდვა ედებათ ბრალად. ამერიკულ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს სიაში მოხვედრილ კომპანიებთან თუ ფიზიკურ პირებთან, ყოველგვარი საქმიანობა ეკრძალებათ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ზემოთხსენებული ფიზიკური პირების და კომპანიების ამერიკის ტერიტორიაზე არსებულ ყველა  ანგარიშს გაყინავს.