გია გაჩეჩილაძე 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს

გია გაჩეჩილაძე 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე გარემოს დაცვის სამინისტროსთვის თანხების შემცირებას აპროტესტებს და  2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის დღევანდელ სხდომაზე 2013 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს, სადაც აღინიშნა, რომ მომავალი წლისთვის უწყების საბიუჯეტო ასიგნება 21.5 მლნ. ლარია, რაც 2012 წელთან შედარებით, 2 მილიონ 327 ათასი ლარით ნაკლებია.

გაჩეჩილაძის შეფასებით, სამინისტროს რეორგანიზება და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს რეინტეგრაცია იგეგმება, შესაბამისად, წარმოდგენილი საბიუჯეტო მონაცემები შეიცვლება და მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროს დაფინანსება, სავარაუდოდ 22 მლნ. ლარამდე გაიზრდება და ამ თანხას, ასევე უცხოური გრანტები და სხვა დაფინანსების წყაროები დაემატება.

„ამ ბიუჯეტის პროექტს მხარ ვერ დავუჭერ“, - დასძინა მან.