კრიმინალურმა  პოლიციამ „კანონიერი ქურდი

კრიმინალურმა პოლიციამ „კანონიერი ქურდი" ვალერი ჯანაშია, მეტსახელად „ვალტერი" დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი სამყაროს ავტორიტეტი ე.წ. „კანონიერი ქურდი" ვალერი ბორისის ძე ჯანაშია, მეტსახელად „ვალტერი" დააკავეს.

შსს-ს  ცნობით, პოლიციაში მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ 2012 წლის 26 ოქტომბერს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდა ვალერი ჯანაშია, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა.

ჯანაშია ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2012 წლის 8 ნოემბერს თბილისში დააკავეს.

მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ვალერი ჯანაშია ექვსჯერ ნასამართლევია. მიმდინარეობს გამოძიება.