სოზარ სუბარი:  ახალაიამ  ციხეში შვიდი ადამიანის  მკვლელობისთვის  პასუხი უნდა აგოს

სოზარ სუბარი: ახალაიამ ციხეში შვიდი ადამიანის მკვლელობისთვის პასუხი უნდა აგოს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მხოლოდ „ციხის ბუნტია" საკმარისი იმისთვის, რომ ბაჩო ახალაიამ პასუხი აგოს.

„ციხის ამბოხი, რომელიც მე მაქვს შესწავლილი, საკმარისია, რომ ბაჩო ახალაიამ აგოს პასუხი. ამბოხის ხელოვნურად გამოწვევისთვის, ადამიანების წამებისთვის, რომელიც ამბოხს წინ უძღოდა, აქედან ხუთი პატიმარი ისევ ციხეშია, ხოლო მეექვსე გარდაიცვალა და ახალაიამ პასუხი უნდა აგოს შვიდი ადამიანის ციხეში მკვლელობისთვის. ეს არის საკმარისი საფუძველი მისი დაპატიმრებისთვის. ყველა დანარჩენი ბრალდება, რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროში გაფლანგულ მილიონებს თუ სხვა დანაშაულებებს, შემდგომში გამოჩნდება" - აცხადებს სუბარი გაზეთ „ალიასთან" საუბარში.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საქართველოში დაბრუნდა. მისი განცხადებით, მზადაა მის საქმიანობასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს.