პრეზიდენტის სასახლეში შესაძლებელია საერთაშორისო საკონფერენციო დარბაზი, ულტრათანამედროვე სამედიცინო ცენტრი ან სკოლა-ინტერნატი განთავსდეს

პრეზიდენტის სასახლეში შესაძლებელია საერთაშორისო საკონფერენციო დარბაზი, ულტრათანამედროვე სამედიცინო ცენტრი ან სკოლა-ინტერნატი განთავსდეს

პარტია „საქართველოს გზის" ყოფილი თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლის გამოყენების რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, პრეზიდენტის სასახლე შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი.

„სასახლე ძალიან გამოსაყენებელია როგორც საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი რომელიც არ არსებობს თბილისში. მართლა შეიძლება შეთავსდეს სხვა და სხვა ზომის დარბაზები, დელეგაციების ოთახები, სასტუმრო, მისაღები ნაწილიც და ყველაფერი რაც აუცილებელია მსოფლიო მაშტაბის კონფერენციების ჩასატარებლად. ეს თბილისს კავკასიასა და რეგიონში თავის ფუნქციას დაუბრუნებს. ასეთი ცენტრი არ არსებობს მთელ რეგიონში და შეიძლება გახდეს შემოსავლის სერიოზული წყარო. თანამედროვე დონის ცენტრის დაარსების პირობებში საქართველო შეძლებს თავისი კანდიდატურა წარადგინოს მსოფლიო დონის კონფერენციების მოწყობისათვის; მაგალითად ეუთოს მინისტერიალის გამართვა რომელიც ამ რეგიონში არასოდეს მოწყობილა"- აღნიშნავს ზურაბიშვილი.

მისივე აზრით, მეორე ვერსიით, იქ შესაძლოა თანამედროვე სამედიცინო ცენტრი დაარსდეს და სკოლა-ინტერნატი დაარსდეს.

„შესაძლებელია აქ დაარსდეს ულტრათანამედროვე სამედიცინო ცენტრი მთელ კავკასიისთვის და რეგიონისთვის ერთ ფლიგელში თავის ონკოლოგიური და  რეაბილიტაციის ცენტრით. მეორეში კი დაარსდეს სკოლა-ინტერნატი  უნარშეზღუდული და გონება შეზღუდული ბავშვებისათვის რომელიც ესოდენ აკლია თბილისს“ - აცხადებს ზურაბიშვილი.