ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაცვლა-გადანაწილება მოხდება

ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაცვლა-გადანაწილება მოხდება

რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალ ფრაქციათა შორის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გადანაწილება-გაცვლა მოხდება.

 ცვლილებების ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა, ცვლილებების ავტორი კი, უმრავლესობაა.

პროექტის თანახმად, კომიტეტების შემადგენლობა ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში გაერთიანებული არ არიან. კომიტეტების წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს კი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განსაზღვრავს და ბიურო ამტკიცებს. 

მოქმედი რეგლამენტის თანახმად, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ფრაქციათა მიერ გადანაწილება ან გაცვლა დაუშვებელია.

 ამასთან, ფრაქციათა წარმომადგენლობითი კვოტების გადანაწილება-გაცვლის შესაძლებლობა, წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საგამოძიებო კომისიაზეც გავრცელდება.