ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თორბიორნ იაგლანდის  ოფიციალური წერილი მთავრობის კანცელარიაში დღეს მოვიდა. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს და აქვე აღნიშნავს, რომ საქართველომ 1 ოქტომბრის ღია და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარებით, დემოკრატიული გარდაქმნის აშკარა სურათი აჩვენა.

თორბიორნ იაგლანდი იმედოვნებს, რომ ეს მნიშვნელოვანი პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება. „უახლოეს მომავალში მოუთმენლად ველოდები ჩვენს შეხვედრას, რათა განვიხილოთ ის საერთო ამოცანები და გამოწვევები, რომელიც საქართველოსა და ევროპის საბჭოს წინაშე დგას. მჯერა, რომ საქართველო გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას ევროპის საბჭოს მისიის ეგიდით ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიის გაძლიერების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში“,-  აღნიშნულია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ გამოგზავნილ წერილში.