სპექტაკლის შესახებ
ირანი პოემების ქვეყანაა. როგორც წინაისლამური, ასევე შემდგომი პერიოდის ირანული ეპოსი თავისი მხატვრული ღირებულებითა და ფილოსოფიური შეხედულელებით მსოფლიო კულტურის საგანძურს წარმოადგენს. სპარსული პოეზიის ერთ-ერთი უბადლო ოსტატია ფირდოუსი. მისი "შაჰნამე” საგმირო ეპოსის უმაღლესი მწვერვალია და განსაკუთრებული ადგილი უკავია სპარსულ ლიტერატურაში. ფირდოუსმა პროზაული თქმულებები პოემად აქცია და შექმნა მაღალმხატვრული პოეტური ენა.
ფირდოუსი მაღალი მხატვრული ოსტატობით გვიხატავს ძალაუფელებისათვის ბრძოლის, სიყვარულის, გმირობის ტრაგიკულ ამბავს. უდიდესი პოეტი მარადიულ ფასეულობებზე გვესაუბრება. “როსტამი და ზოჰრაბი” - ირანული ლიტერატურის საგანძურია. მამა-შვილის ტრაგედიას ზოგი ბედისწერად მიიჩნევს, ზოგი კი თვლის, რომ ზოჰრაბის სიკვდილი ჭაბუკის გამოუცდელობის ბრალია. არსებობს მოსაზრება, რომ დამნაშავეა როსტამი, რომელსაც დავიწყებული აქვს ყოველგვარი ადამიანური გრძნობები და ერთადერთი მიზანი ამოძრავებს - დაამარცხოს მოწინააღმდეგე.
თეატრის შესახებ
2003 წელს ცნობილმა ირანელმა რეჟისორმა ბეჰროუზ გჰარიბპურმა ირანული თოჯინების თეატრი დააარსა . მან კარგად გაიაზრა ირანელი ხალხის კულტურული მემკვიდრეობა: სპარსული პოეზია, ნაციონალურ-რელიგიური ოპერა - "ტააზიეჰი" და ირანელთა დიდი ინტერესი თოჯინური წარმოდგენების მიმართ, შემოიკრიბა ენთუზიასტები, ააღორძინა ნაციონალური ოპერა და ფაქტობრივად, მეორე სიცოცხლე აჩუქა ამ ხელოვნებას.
გჰარიპურმა მსოფლიოს თეატრალური გამოცდილებისა და მრავალმხრივი განათლების (თეატრის, კინოსა და ტელევიზიის სფეროებში) წყალობით შექმნა ნაციონალური ოპერა, რომელიც დაფუძნებულია არა რელიგიურ ენაზე, არამედ წარმოადგენს დიალექტთა სინთეზს და უფრო გასაგებია დღევანდელი მაყურებლისათვის. დღეისათვის თოჯინების თეატრის წარმოდგენებს უკვე თავისი ერთგული მაყურებელი ჰყავს, მათ შორის მოზარდები.
თეატრმა თავისი ხანმოკლე არსებობის მანძილზე მოიარა: ლონდონი, რომი, ტურინი, პრაღა, დუბაი და დამსახურებულად მოიპოვა საერთაშორისო აღიარება