დავით ნარმანია: ივანიშვილს ჯარიმის სახით გადახდილი 80 მილიონი ლარი უკან დაუბრუნდა

დავით ნარმანია: ივანიშვილს ჯარიმის სახით გადახდილი 80 მილიონი ლარი უკან დაუბრუნდა

 ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის სახით გადახდილი 80 მილიონი ლარი უკან დაუბრუნდა.  ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითვირების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარიცხული თანხა არ მოხმარებია კახეთის რეაბილიტაციას. ის თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვეანგარიშზე იდო და ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნდა, როგორც უკანონოდ გადახდილი ჯარიმა" - განაცხადა ჟურნალისტების კითხვის პასუხად დავით ნარმანიამ.

2012 წლის ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის ორი ოქმის საფუძველზე, ამომრჩევლისთვის სატელიტური ანტენებისა და უკანონო შემოწირულობის მოტივით, 150 მილიონ ლარამდე დააჯარიმა. თუმცა შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ჯარიმა 80 მლნ-მდე შეამცირა.

ივანიშვილი ჯარიმის უკანონობის გამო, მის გადახდაზე უარს აცხადებდა. თუმცა ჯარიმის თანხა ბიუჯეტში კახეთის სტიქიის შემდეგ, მოსახლეობის დახმარების მიზნით გადარიცხა.