ჯემალ პაქსაძე: ნიგვზიანში სტაბილური ვითარებაა

ჯემალ პაქსაძე: ნიგვზიანში სტაბილური ვითარებაა

 სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის, ჯემალ პაქსაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში სტაბილური მდგომარეობაა.

როგორც from.ge-ს პაქსაძემ განუცხადა, სოფელში მოსახლეობა დამშვიდდება და მხარეებს შორის არსებული დაპირისპირება ცივილიზებული ნორმებით მოგვარდება.

„სოფელში ვითარება სტაბილურია და ვითარება დამშვიდდება“, - დასძინა მან.

ამ წუთებში, პარლამენტის ადამიანი უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და რამდენიმე დეპუტატი ნიგვზიანში მცხოვრებ რამდენიმე მუსლიმთან შეხვედრას მართავენ.

 

არსებული ინფორმაციით, ნიგვზიანში მუსლიმთა 300 ოჯახი ცხოვრობს.