კახა კალაძე: მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ

კახა კალაძე: მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საუბარი ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით იქნება. 

„მე ამას ნამდვილად მივესალმები. რაც შეეხება ჩემს სამინისტროს, მისი ბიუჯეტი 9 მილიონ 900 000 ლარია და ზოგადად 3 ან 4 ნოემბერს იქნება ბიუჯეტის განხილვა,  სადაც ყველა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს თავისი ბიუჯეტი და გაიმართება განხილვა, თუ რომელი უწყების ბიუჯეტი როგორ უნდა შემცირდეს“. - განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რუსეთთან ამ სფეროში ყოველთვის თავად ჰქონდა ურთიერთობა და ასევე გაგრძელდება.