გრიგორი კარასინი: ზურაბ აბაშიძეს ჩვენ კარგად ვიცნობთ, როგორც გამოცდილ დიპლომატს

გრიგორი კარასინი: ზურაბ აბაშიძეს ჩვენ კარგად ვიცნობთ, როგორც გამოცდილ დიპლომატს

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძის დანიშვნას გამოეხმაურა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის გრიგორი კარასინის განცხადებით, ზურაბ აბაშიძეს მოსკოვში კარგად იცნობენ.

„შემიძლია გითხრათ, ზურაბ აბაშიძეს მოსკოვში კარგად იცნობენ, როგორც საქართველოს ყოფილ ელჩს რუსეთში და როგორც გამოცდილ დიპლომატს. მან აქ საკმაოდ მრავალი წელი გაატარა, ბოლო წლებში მას არაერთხელ შევხვედრივართ “,- განაცხადა  კარასინმა.

ზურაბ აბაშიძეს დამთავრებული აქვს მოსკოვის უცხო ენათა ინსტიტუტი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ეწეოდა დიპლომატიურ ურთიერთობებს. 1993-2000 წლებში ის გახლდათ საქართველოს ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში, ევროკავშირსა და ნატოში. 2003 წელს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილედ, 2003-04 წლებში გახლდათ საქართველოს ელჩი რუსეთში, 2004 წლიდან არის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთნ ურთიერთობის  დელეგაციის წევრი.