ახალ პარლამენტში ისევ წვიმს

ახალ პარლამენტში ისევ წვიმს

ქუთაისში წუხელ საღამოს წვიმა მოვიდა და საკანონმდებლო ორგანოს შუშის შენობაში კვლავ წვიმა ჩავიდა.

 წვიმა შენობის რამდენიმე ფლიგელში ჩავიდა და რამდენიმე ადგილას გუბეც კი დააყენა.

 პარლამენტის შენობაში წვიმის ჩასვლის ფაქტი პირველი შემთხვევა არ არის, რადგან ქუთაისში წვიმის მოსვლა უკვე პარლამენტში წვიმის ჩასვლასთან ასოცირდება . მთამსვლელები კი, ორგანოს შუშის სახურავს ე. წ. სილიკონისა და გერმეტიკის წებოთი დღესაც ამუშავებენ. კერძოდ, მთამსვლელები სახურავზე განთავსებულ ოთხკუთხედის ფორმის შუშის კუთხეებში წებოს ასხამენ, რომ ნალექიანი ამინდის შემთხვევაში, შენობაში წვიმა არ ჩავიდეს. თუმცა, როგორც ჩანს, მათი მცდელობა ჯერჯერობით უშედეგოა. თუმცა, ვინაიდან, ქუთაისში დილით გამოიდარა დღეს, მთამსვლელებს საქმიანობისთვის მეტი დრო ექნებათ.