ჯოჯ კლუნი ამერიკის პრეზიდენტის ნათესავი აღმოჩნდა

ჯოჯ კლუნი ამერიკის პრეზიდენტის ნათესავი აღმოჩნდა

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ჯორჯ კლუნი  ამერიკის შეერთებული შტატების მე-16 პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის ნათესავია. მსახიობისა და პრეზიდენტის  ნათესაუვრი კავშირი ექსპერტებმა კლუნის გენეალოგიური ხის შესწავლის შემდეგ დაადგინეს.

დასკვნის სახით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კვლევის მიხედვით, ჯორჯ კლუნის დიდი ბებია, (მეოთხე თაობის) მერი ენ სპეროუ აბრაამ ლინკოლნის დედის ნენსი ჰენკსის უკანონო და იყო, უფრო სწორედ, მათ საერთო დედა ჰყავდათ, მამები კი სხვადასხვა.  აქედან გამომდინარე ლუსი ჰენკსი, რომელის ლინკოლნის ბებია იყო, კლუნის დიდი ბებია გამოდის, (მეხუთე თაობის) დედის მხრიდან.

გამოკვლევები სააგენტო Ancesrty.com-ის სპეციალისტებმა ჩაატარეს. ეს სააგენტო 1983 წელს დაარსდა და ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის მცხოვრებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.