Victoria’s Secret: საშობაო კატალოგი Sexy Holiday (VIDEO)

Victoria’s Secret: საშობაო კატალოგი Sexy Holiday (VIDEO)

ახალი წელი ახლოვდება და ყველა ცდილობს განსაკუთრებულად მოემზადოს მასთან შესახვედრად. მაგალითად, Victoria’s Secret-ის ანგელოზებმა თადარიგი  უკვე დაიჭირეს  და საშობაო კატალოგიდან პირველი ფოტოებიც შემოგვთავაზეს.

Sexy Holiday -ასე ჰქვია ახალ კატალოგს, სადაც Victoria’s Secret-ის „ცხელი ანგელოზები“კენდის სვეინპოლი, ერინ ჰიზერტონი და ლინდსი ელინგსონი თეთრეულის ბრენდის ახალ კოლექციას წარმოადგენენ.

ინტერნეტსივრცეში უკვე გამოჩნდა რამდენიმე ფოტო ახალი საშობაო კატალოგიდან. Victoria’s Secret-ის წარმომადგენლები გვპირდებიან, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ის რასაც იანვრის პირველ დღეებში ვიხილავთ გაცილებით უფრო დიდი სიურპრიზი იქნება.