„დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია“  პროკურატურისგან სტუდენტების წინააღმდეგ, განხორციელებული ქმედების გამოძიებას ითხოვს

„დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია“ პროკურატურისგან სტუდენტების წინააღმდეგ, განხორციელებული ქმედების გამოძიებას ითხოვს

"დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია“  დღეს,  პროკურატურას ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსიდან სტუდენტთა გატაცების ფაქტის გამოძიების მოთხოვნით განცხადებით მიმართავს.

როგორც from.ge - ის  „დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის“  ხელმძღვანელმა ალექსანდრე კობაიძემ  განუცხადა, საქმე ეხება, გასული წლის 26 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტს. კონკრეტულად კი, მისი თქმით, სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში რექტორის კაბინეტთან შიმშილობდნენ,  თვითმართველობის წევრებმა მოიტაცეს და სოფელ ძეგვში ავტომობილიდან გადმოყარეს.

 „მოვითხოვთ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი,  რომელსაც  სტუდენტების გატაცებაში ბრალი მიუძღვის. ამ და სხვა მრავალ დანაშაულში, რომელიც უნივერსიტეტში წლების განმავლობაში  ხორციელდებოდა, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა რექტორსაც ეკისრება. შესაბამისად, სანამ მას კონკრეტული მოთხოვნებით მივადგებით, შეუძლია უნივერსიტეტიდან წასვლის შესახებ, განცხადება თავად დაწეროს. ასევე,  იმის გათვალისწინებით, რომ თვითმართველობის არჩევნები არაობიექტურად ჩატარდა და მასში მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა, ჩვენი მოთხოვნაა  დაინიშნოს ახალი არჩევნები, რადგან მათ არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ“, - განაცხადა კობაიძემ.