დეპუტატები პარლამენტის მშენებლობის პროცესის მიმდინარეობას არკვევენ

დეპუტატები პარლამენტის მშენებლობის პროცესის მიმდინარეობას არკვევენ

ახალი პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებით, კანონმდებლებსა და  ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლებს შორის ამ წუთებში, შეხვედრა მიმდინარეობს.

 როგორც შეხვედრის დაწყების წინ, ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა, შეხვედრაზე გაარკვევენ - პარლამენტის მშენებლობისთვის თუ საიდან დაიფარა ხარჯები, ვისი ბრძანებით შეჩერდა მშენებლობის პროცესი და ა.შ.

 „საინტერესოდ მძიმე სიტუაცია არის. წინასწარ ვერაფერზე ვისაუბრებ, მაგრამ შეხვედრის შემდეგ, „საინტერესო მონაცემებს“ მოგაწვდით“, - დასძინა ტყემალაძემ.

 აღნიშნულ შეხვედრას, ტყემალაძის გარდა, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებიც ესწრებიან.