“Aerosmith”-მა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა

“Aerosmith”-მა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა

ორი დღის წინ პოპულარული ამერიკული ჯგუფი “Aerosmith”-ის ლიდერი სტივენ ტაილერი გამოცემა “Rolling Stone”-ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ მან და მისმა კოლეგებმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულეს.

 

ახალი სტუდიური ჩანაწერის სახელი მუსიკოსებს ჯერ არ შეურჩევიათ.

 

ტაილერის ინფორმაციით, ჯგუფის წევრები ამჟამად სტუდიაში არიან ჩაკეტილები და მიმდინარე წლის ოქტომბერში ახალ ნამუშევარს საბოლოო სახეს მისცემენ.

 

ცოტა ხნის წინ ამერიკულ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ “Aerosmith”-ის რიგით მეთხუთმეტე ჩანაწერი დღის სინათლეს 2012 წლის მაისში იხილავდა, მაგრამ ჯგუფის გეგმებში გარკვეული ცვლილებები დაფიქსირდა. კერძოდ გაუქმდა ოქტომბერსა და დეკემბერში დაგეგმილი საგასტროლო ტურნე. ამ მიზეზის გამო “Aerosmith”-ის თაყვანისმცემლები ახალ დისკს 2012 წლის მარტში მიიღებენ.

 

ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ სტივენ ტაილერს “Aerosmith”-ის წევრებთან კონფლიქტი აქვს. ეს ხმები ორი დღის წინ  მუსიკოსმა საჯაროდ უარყო.

 

“სოლო კარიერის დაწყებასა და საკუთარი ალბომის ჩაწერას არ ვაპირებ. ჯგუფიდან არსად არ მივდივარ და მომავალი კონცერტებისათვის ერთად ვემზადებით” – განაცხადა  სტივენ ტაილერმა.