ამერიკული ყვითელი პრესის ინფორმაციით, ცნობილი მსახიობი შონ პენი თავის ამჟამინდელ მიჯნურს, 26 წლის მზეთუნახავ სკარლეტ იოჰანსონს ოფიციალურად დაშორდა. მათი რომანი მხოლოდ სამი თვე გაგრძელდა.
51 წლის შონი მარტო დიდხანს არ დარჩენილა. მან თვალი სკარლეტის თანატოლ შენონ კოსტელოს დაადგა. ეს ასული პენმა 2009 წელს გაიცნო, როდესაც შენონი მის საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობდა, ჰაიტის დასახმარებლად რომ შეიქმნა.
შონ პენის გავლენით ქალიშვილი კინემატოგრაფითაც დაინტერესდა და ცოტა ხნის წინ ერთი დოკუმენტური სურათიც გადაიღო.
ამჟამად კოსტელო სახელოვან შეყვარებულს მის პროფესიულ საქმიანობაში ეხმარება. პენთან ერთად ის გახლავთ პროდიუსერი რეჟისორ რონ ჰაუარდის ფილმისა “ზეცის დროშის ქვეშ”.