ირაკლი ღარიბაშვილი: სოდ-ისა და კუდ-ის რეორგანიზაცია მაქსიმალურად უმტკივნეულოდ განხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი: სოდ-ისა და კუდ-ის რეორგანიზაცია მაქსიმალურად უმტკივნეულოდ განხორციელდება

შსს-ს მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილი სოდ-ისა და კუდ-ის რეორგანიზაციას ეტაპობრივად და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ განხორციელებას გეგმავს

ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კუდ-ის ფუნქციები გადანაწილდება სამ სტრუქტურულ ერთეულში, ეს არის კონტრდაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტები და ანტიტერორისტული ცენტრი.

"ასევე მოხდება სოდ-ის რეორგანიზაცია, ეს ყველაფერი განხორციელდება ეტაპობრივად , რბილად, ყოველგვარი გართულებების გარეშე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება კრიმინალთან ბრძოლას, მისივე განმარტებით, ამ საკითხში მაქსიმალური შეურიგებლობის პოლიტიკა გაგრძელდება.

" ნულოვანი ტოლერანტობა ეს არის უბრალოდ ტერმინი, რომელიც არაერთგაროვან მოსაზრებებს იწვევს საზოგადოებაში . ჩვენი მკაფიო ამოცანაა, რომ ვიქნებით მაქსიმალურად შეურიგებლები კრიმინალთან ბრძოლაში, გნებავთ ამას დაარქვით ნულოვანი ტოლერანტობა და გნებავთ, სხვა რამე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.