გელა ნიკოლაიშვილი:  ეჭვი მეპარება სააკაშვილმა აღიაროს, რომ პოლიტმატიმრები ჰყავს და მერე ერთბაშად გაათავისუფლოს

გელა ნიკოლაიშვილი: ეჭვი მეპარება სააკაშვილმა აღიაროს, რომ პოლიტმატიმრები ჰყავს და მერე ერთბაშად გაათავისუფლოს

"თბილსის ჰელსინკის ჯგუფის" წარმომადგენლის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მას ნამდვილად აეპარება ეჭვი იმაში, რომ პრეზიდენტი აღიარებს ქვეყანაში ამდენი "პოლიტპატიმრის და "პოლიტდევნილის" არსებობას და მათ ერთბაშად გაათავისუფლებს.

" ძალიან მეპარება ეჭვი იმაში, რომ პრეზიდენტი ჩვენს მოთხოვნას შეასრულებს, თუმცა შეიძლება მან გამონახოს რაღაც ფორმა, თუნდაც პატიმრების თანდათანობით გათავისუფლების შესახებ, რადგან ეს მის ინტერესებშიც შედის. თუ ის ამას გააცნობიერებს, შეიძლება, ამდენი პოლიტპატიმრის გამოშვებას ერთჯერადი გათავისუფლების ფორმა არ ჰქონდეს, თუმცა ნელ-ნელა ეტაპობრივად , პერიოდულობით შეიძლება სააკაშვილმა ისინი გაათავისუფლოს, თუნდაც ერთი ან ორი თვის ფარგლებში", -აცხადებს ნიკოლაიშვილი From.ge -სთან საუბრისას .

უფლებადამცველს არ აქვს იმის იმედი, რომ "თბილისის ჰელსინკის ჯგუფი" პირადად შეხვდეს სააკაშვილს და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოსთხოვს, თუმცა საერთაშორისო ზეწოლის ფორმებს ისინი მოიფიქრებენ.

"სააკაშვილთან პირადად შეხვედრის იმედი ნამდვილად არ მაქვს, თუმცა არჩევნების შემდეგ იმდენ უცნაურობებს ვხვდებით, ამის აღიარებაც არ გამიკვირდება. ათი დღის ვადა მივეცით პრეზიდენტს. ამ პერიოდში ჩამოვყალიბდეთ, ზეწოლის რა საერთაშორისო თუ ადგილობრივი მექანიზმები შეიძლება ჩავრთოთ პოლიტპატიმრების და პოლიტდევნილების გასათავისუფლებად ", -აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

"თბილსის ჰელსინკის ჯგუფმა" საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 185 კაციანი პოლიტპატიმრების და პოლიტდევნილების სია დღეს გადაუგზავნა და მათი გათავისუფლება მოსთხოვა. უფლებადამცველებმა პრეზიდენტს 10 -დღიანი ვადა მისცეს.