თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, ადეიშვილის საქართველოში დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი ამოქმედდება

თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, ადეიშვილის საქართველოში დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი ამოქმედდება

იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ადგილსამყოფლითა და მისი ქვეყანაში დაბრუნების საკითხით დღეს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების სხდომაზე დეპუტატები დაინტერესდნენ.

აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა კომიტეტზე დამსწრე დეპუტატთაგან ვერავინ შეძლო.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს იმედი აქვს, რომ ამოქმედდება სამართლებრივი მექანიზმები იმისთვის, რომ მისი წინამორბედი ზურაბ ადეიშვილი სამშობლოში დაბრუნდეს და ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს.

„ადეიშვილის მისამართით არსებობს ბევრი კითხვა. მის მიმართ მე პირადად მაქვს შეკითხვები და იმედი მაქვს, რომ ის სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადეიშვილის საქართველოში დაბრუნებას, ამოქმედებული იქნება“, - განაცხადა წულუკიანმა.