კახა კუკავა სახალხო დამცველის პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძის დანიშვნას ითხოვს

კახა კუკავა სახალხო დამცველის პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძის დანიშვნას ითხოვს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარს დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურას უჭრს და მის პოსტზე დანიშვნას ითხოვს.

მისი განმარტებით, ლორთქიფანიძეს აღნიშნულ პოსტზე დასახელებულ სხვა კანდიდატებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს და გამოკითხვის შედეგად, უსწრებს თამარ გურჩიანს, ნინა ხატისკაცს და ლია მუხაშავრიასაც.

ამასთან, მისივე თქმით, სახალხო დამცველი როგორც ინსტიტუტი, ხელისუფლების ოპონენტი უნდა იყოს.

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეასრულოს დაპირება და გადაწყვეტილებები საზოგადოების აზრის გათვალისწინებით მიიღოს. თუ მას აქვს გარკვეული დისკომფორტი ლორთქიფანიძესთან და თავს კარგად გრძნობს გურჩიანთან, ხატისკაცთან ან მუხაშავრიასთნ, სწორედ ამიტომაც უნდა დანიშნოს ლორთქიფანიძე ომბუდსმენის პოსტზე. კომფორტული სახალხო დამცველები ყველას კარგად გვახსოვს და ეს ქვეყნისთვის არაფრის მომტანი არ იყო“ - აღნიშნა კუკავამ.

კუკავამ გააკრიტიკა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც მისი თქმით, ამ ტერმინებს „მარჯვნივ და მარცხნივ არიგებს“ და აღნიშნა, რომ საიას მხოლოდ პირველი კურსის სტუდენტის კვალიფიკაცია აქვს.

მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია აბსურდამდეა მისული და მხოლოდ გრანტების გადანაწილებითაა დაკავებული.

„ჰომოსექსუალები პრიორიტეტად გამოიტანეს იმიტომ, ახლა სხვადასხვა დონორები ამაში უხდიან ფულს. ფული რომ საქართველოში ინდიელთა უფლებების დასაცავად გადაიხადონ, დაიწყებენ მტკიცებას, რომ ჩვენთან ინდიელთა უფლებები ილახება“- განაცხადა კახა კუკავამ.

ამასთან, კუკავას განცხადებით, საია ყოველთვის თავს არიდებდა პოლიტიკური პატიმრების თემას, მაშინ, როდესაც ლორთქიფანიძეს ამ საკითხზე პრიონციპული