ბაღდადში 8 ადამიანია დაღუპული, 24 დაჭრილი

ბაღდადში 8 ადამიანია დაღუპული, 24 დაჭრილი

ტერაქტების სერიამ ბაღდადის შიიტურ რაიონში 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 24 ადამიანი კი მძიმედაა დაჭრილი.

ტერაქტების სერია ერთდროულადშულას და  შიკოკის რაიონებშიმოხდა. შულაში რამდენიმე მანქანა ერთდროულად აფეთქდა, შიკოკის რაიონში კი ადამიანები პირდაპირ ქუჩაში ჩაცხრილეს.

Assotiated press-ის ინფორმაციით, ტერაქტებს საფუძვლად შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირება უდევს საფუძვლად. ერაყის მოსახლეობის 66%-ს შიიტები წარმოადგენენ, 34%-ს კი სუნიტები. ამ დაპირისპირების შედეგად, ერაყში არცთუ ისე იშვიათია აფეთქებები და ტერაქტები.