გოკა გაბაშვილი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ფანჯიკიძის განცხადებები

გოკა გაბაშვილი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ფანჯიკიძის განცხადებები "ქართული ოცნების" საპროგრამო თეზისებისგან 180 გრადუსით განსხვავებულია

"საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მაია ფანჯიკიძის განცხადებები კოალიცია "ქართული ოცნების" საპროგრამო თეზისებისგან 180 გრადუსით განსხვავებულია", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომის შემდეგ განუცხადა.

გაბაშვილის განმარტებით, ოპოზიციაში ყოფნის პირველივე დღესვე მიაღწიეს სერიოზული პოზიციების კორექტირებას, ვინაიდან მისი თქმით, აქამდე კოალიცია " ქართული ოცნებისგან" მხოლოდ ისმოდა და მათ პროგრამაში სწორედ იყო, რომ საქართველომ უნდა მოხსნას თავისი საკითხი როგორც პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის.

"ახლა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ მისი პოზიცია ასეთი არ იქნება, რომ ჟენევის ფორმატი შენარჩუნდება და დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი არ შეიძლება იყოს და რუსეთთან მხოლოდ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აღდგენაა შესაძლებელი . ანუ რაც გვესმოდა აქამდე კოალიციის ლიდერებისგან და რაც მათ პროგრამაში იყო, ამისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ქალბატონ ფანჯიკიძეს და ახლა მთავარი საკითხია, შეძლებს თუ არა ის თავისი პოლიტიკური გუნდი დაარწმუნოს, რომ ეს არის მართალი და არა წინა პოზიციები. იქნება თუ არა ერთიანი პოზიცია ხელისუფლებაში ამას მომავალში ვნახავთ, თუმცა ქალბატონი მინისტრობის კანდიდატი 180 გრადუსით განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, ვიდრე იყო ადრე", - განაცხადა გაბაშვილმა.

ცნობისთვის, სხდომაზე მან მინისტრობის კანდიდატს, მაია ფანჯიკიძეს დაუსვა კითხვა იმის თაობაზე, თუ რომელი პოზიცია აქვს ამჯერად ხელისუფლებას, ის რაც პროგრამაში ეწერა, რომ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის პრობლემა არ უნდა იყოს, თუ ის, რასაც დღეს აფიქსირებენ და ასევე ის დაინტერესდა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების შესახებ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ პრორუსული