ნაზი ჯანეზაშვილი: დარახველიძეს ჰქონდა სურვილი შეხვედროდა არასამთავრობოებს და განმარტებები კიდევ ერთხელ გაეკეთებინა

ნაზი ჯანეზაშვილი: დარახველიძეს ჰქონდა სურვილი შეხვედროდა არასამთავრობოებს და განმარტებები კიდევ ერთხელ გაეკეთებინა

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორის,  ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და  ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატის დავით დარახველიძის შეხვედრა დავით დარახველიძის ინიციატივით გაიმართა.

ჯანეზაშვილის თქმით, დარახველიძეს ჰქონდა სურვილი პირადად შეხვედროდა არასამთავრობო სექტორს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით განმარტებები კიდევ ერთხელ გაეკეთებინა.

შესაბამისად, არასამთავრობოები დარახველიძის განმარტებებს დასჯერდნენ.

„დარახველიძეს პირადად ჰქონდა სურვილი შეხვედროდა არასამთავრობო სექტორს და კიდევ ერთხელ აეხსნა ის მიზეზი, თუ  რატომ იყო მისი განცხადებები ჩვენი მოსაზრებით ქსენოფობიის შემცველი. მან ამასთან დაკავშირებით დეტალურად განმარტა  და თქვა,  რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება, თუმცა აღნიშნა, რომ მისი ნათქვამის  ქვეტექსტი  გარკვეულ ქსენოფობიურ შინაარსს არ მოიცავდა“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების კომპეტენცია ამა თუ იმ მინისტრის დანიშვნა არ დანიშვნაში მონაწილეობის მიღება კი არა არამედ, მათი მოვალეობაა ადამიანის უფლებები არ შეილახოს.

„ჩვენი მოვალეობაა ამ თუ იმ ადამიანის მიმართ დისკრიმაციული მოპყრობა არ იყოს და მომავალშიც გავუწევთ მონიტორინგს, ამა თუ იმ ჯგუფის ინტერესი არ შეიზღუდოს“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

არასამთავრობოები მიესალმებიან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას შეხვდეს არასამთავრობოებს და ამ შეხვედრისთვის მზადყოფნას თვითონაც გამოთქვამენ.

„ამ შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებს განვიხილავთ, როგორიცაა მართლმსაჯულების თემა და აშ“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.