ბარამიძე: თუ გგონიათ, რომ ვინმემ თქვენ მოგცათ ხმა,  ძალიან ცდებით, ხალხმა მხარი ბიძინა ივანიშვილს დაუჭირა

ბარამიძე: თუ გგონიათ, რომ ვინმემ თქვენ მოგცათ ხმა, ძალიან ცდებით, ხალხმა მხარი ბიძინა ივანიშვილს დაუჭირა

ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის  მაია ფანჯიკიძესა და უმცირესობის ლიდერს გიორგი ბარამიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ბარამიძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მინისტრობის კანდიდატის ის შეფასება, რომლის მიხედვითაც,  საქართველო რუსეთთან ძალიან ბევრ დათმობაზე წავიდა, რის სანაცვლოდაც პროპორციული შედეგი არ მიუღია.

„ძალიან ბევრ დათმობაზე წავედით რუსეთთან, თუმცა საინტერესოა, რა მივიღეთ ამის სანაცვლოდ. მას აქვს უკვე უვიზო მიმოსვლა, ბიზნესის კეთებისთვის იდეალური პირობები და ფლობს ყველა სტრატეგიულ ობიექტებს. ვფიქრობ, რომ მიღებული შედეგი არაპროპორციულია იმისა, რაც რუსეთთან დავთმეთ“, - განაცხადა  ფანჯიკიძემ.

ასეთ შეფასებას არ დაეთანხმა გიორგი ბარამიძე და განაცხადა, რომ საქართველომ მიიღო ყველაზე მთავარი და ესაა ბევრი ტურისტი და ინვესტიცია.

თავის მხრივ, ბარამიძის ეს განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობის დანარჩენი წევრებისთვისაც, რასაც ცხარე დებატები მოჰყვა.

ამასთან,  გიორგი ბარამიძემ ლევან ბერძენიშვილის მისამართით თქვა,  რომ რეალურად ხალხმა არა ის არამედ,  ბიძინა ივანიშვილი აირჩია.

„თქვენ თუ გგონიათ, რომ ვინმემ თქვენ მოგცათ ხმა,  ძალიან ცდებით, ხალხმა მხარი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილს დაუჭირა“, - განაცხადა ბარამიძემ.