საპარლამენტო კომიტეტებში თეა წულუკიანის მოსმენა ხმაურის ფონზე წარიმართა

საპარლამენტო კომიტეტებში თეა წულუკიანის მოსმენა ხმაურის ფონზე წარიმართა

საპარლამენტო კომიტეტებში იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტები გაერთიანებულ სხდომაზე, წულუკიანის მიერ დეპუტატებისთვის საკუთარ პრიორიტეტები გაცნობის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა მინისტრობის კანდიდატის მისამართით კითხვები დასვეს. კითხვების ფორმულირება კი უმრავლესობის წევრებმა გააპროტესტეს.

სხდომაზე სიტყვიერი კამათი კონკრეტულად დეპუტატებს აკაკი ბობოხიძესა და ზაზა პაპუაშვილს შორის მოხდა, რომლის დროსაც ბობოხიძემ ოპონენტებს მოუწოდა „დემოკრატონაბას თამაშს მოეშვან“.

„უმცირესობას კითხვის დასმის ფორმულირებას ნუ გვასწავლით. ტონს ნუ გაამკაცრებთ, დემოკრატიის თამაშს მოეშვით. კითხვის დასმის სტილს კი ჩვენ გადავწყვეტთ“ - მიმართა უმრავლესობას ბობოხიძემ.

პაპუაშვილმა კი, ამის პასუხად ბობოხიძეს ურჩია „ნუ იაზვობდა“.

ბობოხიძისა და პაპუაშვილის კამათში თინა ხიდაშელიც ჩაერთო და ბობოხიძეს ზდილობა დაუწუნა. „თქვენი ზრდილობა ვიცით“ - მიმართა ხიდაშელმა ბობოხიძეს.