ზვიად ძიძიგური: დეპუტატები არ არიან პატარა ბავშვები, რომ გადაწყვეტილებების მიღება მათზე ზეწოლის შედეგად ხდებოდეს

ზვიად ძიძიგური: დეპუტატები არ არიან პატარა ბავშვები, რომ გადაწყვეტილებების მიღება მათზე ზეწოლის შედეგად ხდებოდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ზვიად ძიძიგურს წარმოდგენა არ აქვს  „ნაციონალური მოძრაობის“ პრესპიკერი, ჩიორა თაქთაქიშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან რა სახის ზეწოლებზე საუბრობს.

როგორც ძიძიგურმა from.ge-სთან საუბარში განაცხადა, თაქთაქიშვილს ამის თქმის არანაირი საფუძველი არ გააჩნია. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პრესსპიკერს ექნება კონკრეტული ფაქტები, რომელსაც დაასახელებს და ინფორმაციას დააზუსტებს.

„დეპუტატები არ არიან პატარა ბავშვები, რომ მათზე რაიმე ზეწოლა განხორციელდეს და ამის შედეგად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ამასთან თაქთაქიშვილი არ აკონკრეტებს თუ ვისზე ხორციელდება ეს ზეწოლები. შესაბამისად მისი  განცხადება არადამაჯერებელია. ასე მეც შემიძლია განვაცხადო, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებზე ზეწოლები ხორციელდება, თუმცა ეს მხოლოდ საკამათო თემად დარჩება“, - აღნიშნა ძიძიგურმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კოალიცია "ქართულ ოცნებას", პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკომპლექტების მიზნით , დეპუტატებზე ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს.

მას არ დაუკონკრეტებია პერსონალურად ასეთი დეპუტატები, თუმცა აღნიშნა, რომ ზეწოლის ფაქტები ხორციელდება იმ დეპუტატებზე,