ტელედებატებში ამერიკელებმა უპირატესობა ბარაკ ობამას მიანიჭეს

ტელედებატებში ამერიკელებმა უპირატესობა ბარაკ ობამას მიანიჭეს

მესამე სატელევიზიო ტელედებატებში ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რესპუბლიკელთა კანდიდატ მით რომნის შორის, ამერიკელებმა უპირატესობა ობამას მიანიჭეს. CNN-ის ინფორმაციით, გამოკითხულთა 48%-ი ბარაკ ობამას უჭერს მხარს, 40%-ი კი მით რომნის.

მესამე და უკანასკნელი ტელედებატი ფლორიდაში გაიმართა. მით რომნიმ ობამას ადმინისტრაციის როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ოთხი წლის მანძილზე ქვეყანაში გაიზარდა უმუშევრობა, ობამამ ვერ შეძლო  ირანის ატომური პროგრამის შეჩერება და რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკამაც კრახი განიცადა.

ბარაკ ობამამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ რესპუბლიკელების და მით რომნის მიერ შემოთავაზებული პოლიტიკური კურსი თითქმის არ განსხვავდება დემოკრატთა კურსისგან.

საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში 6 ნოემბერს გაიმართება.