როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ახალი ნომინანტები

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ახალი ნომინანტები

გუშინ ამერიკულმა მას-მედიამ გამოაქვეყნა ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში მდებარე როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში მოხვედრის სავარაუდო კანდიდატთა ჩამონათვალი.

 

ამ ნუსხაში შემდეგი მუსიკოსები და ჯგუფები მოხვდნენ.

 

Beatie Boys

 

The Cure

 

დონოვანი

 

Eric B $ Rakim

 

Guns N'Roses

 

Heart

 

Joan Jett and the Blackhearts

 

ფრედი კინგი

 

ლორა ნირო

 

Red Hot Chili Peppers

 

Rufus with Chaka Khan

 

The Small Facec

 

The Spinners

 

დონა სამერი

 

War

 

2012 წლის 14 აპრილს კლივლენდში საზეიმო ცერემონიალი გაიმართება და ზემოთ მოყვანილ სიაში მოხვედრილებიდან ხუთ გამორჩეულს როკ-ენ-როლის დიდების მუზეუმის საპატიო წევრებად აირჩევენ.

 

საინტერესოა, რომ დადგენილი წესის მიხედვით, დიდების დარბაზში გაწევრიანება ნებისმიერ მუსიკოსს მხოლოდ პირველი სტუდიური ალბომის ჩაწერიდან 25 წლის შემდეგ შეუძლია.

 

მიმდინარე წელს კლივლენდის დიდების დარბაზის წევრები გახდნენ ელის კუპერი, ტომ უეტსი, ნილ დაიმონდი, დარლინ ლავი და Dr. John.