მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით გამოწვეული ვლადიმერ პუტინის სიხარული ნაადრევია

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით გამოწვეული ვლადიმერ პუტინის სიხარული ნაადრევია

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით გახარებულია. ამის შესახებ მან განცხადება ბუქარესტში , ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სააკაშვილის თქმით, ეს სიხარული ნაადრევია, რადგან ავტორიტარული მმართველობის ქვეყნისთვის მის საზღვრებთან დემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილება სახარბიელო  ვერ იქნება.

„ვლადიმერ პუტინი, რომლის ჯარსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%, მოუთმენლად ელოდა ჩვენს არჩევნებს და გაუხარდა შედეგიც. მაგრამ მე მინდა ვუთხრა მას, რომ მისი ბედნიერება ნაადრევია, რადგან ის პრეცედენტი, რომ მის საზღვართან მთავრობა იცვლება არჩევნების და დემოკრატიული პროცესის გზით, არ არის კარგი ახალი ამბავი მათთვის, ვისაც მოსწონს ავტორიტარული მმართველობა საკუთარ ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით საქართველო მნიშვნელოვანი პრეცედენტია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.